Wednesday, July 6, 2016

დღე 9.რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღე ისეთივე დატვირთული და აქტიური იყო ,როგორც წინა დღეები.
სახელმძღვანელოში,მერვე მოდულის მეორე აქტივობაში განვიხილეთ პორტფოლიოს წარდგენის დაგეგმვა და კითხვარი ,თუ როგორ უნდა გავაცნოთ ჩვენი პორტფოლიო ბავშვებს.შევედით ბლოგზე და მოვახდინეთ youtube-დან ვიდეოების ატვირთვა,ასევე შევისწავლეთ ,როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ ვიდეო youtub-ზე.
მოვახდინეთ ჩვენი პრეზენტაციების წარდგენა.ძალიან საინტერესო იყო დასრულებული პროექტების ხილვა.ტრენერმა ინფორმირების მიზნით კიდევ რამდენიმე საკითხზე მიგვანიშნა,რომელიც შემდგომი მუშაობისთვის გამოგვადგება.
დასრულდა ტრენინგის კურსი სახელწოდებით -პროექტებით სწავლება.ტრენინგმა მთლიანად გაამართლა ჩემი იმედები,შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები,რომელიც გამომადგება ჩემს პრაქტიკულ მუშაობაში
არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ ავღნიშნო ჩვენი ტრენერის კომპეტენტურობა და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულება.
.
ტრენინგის დასასრული-ის სურათის შედეგი

უმუშევრობა

Tuesday, July 5, 2016

დღე 8.რეფლექსია

ნელ-ნელა დასასრულს ვუახლოვდებით და ჩვენი ცოდნაც პროექტებით სწავლების შესახებ იზრდება.დღევანდელი დღეც დავალების შემოწმებითა და განხილვით დავიწყეთ,რასთან დაკავშირებითაც გავიაზრეთ შეცდომები და გავითვალისწინეთ მითითებები.
ვიმუშავეთ ბლოგზე,ვიმსჯელეთ ფასილიტაციაზე, როგორ უნდა მივცეთ გეზი მოსწავლეებს პრეზენტაციის შესაქმნელად,შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი.
ვისწავლეთ ,როგორ უნდა ავტვირთოთ საქაღალდე ჩვენს ბლოგზე.ამისათვის ვიქცევით ასე:ვაწკაპებთ მარჯვენა ღილაკს,შემდეგ share ბრძანებას,შემდეგ advanced-ს და who has,ვუთითებთ იმ მისამართს ვინც გვინდა ,რომ ნახოს.
ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა ავტვირთოთ სურათები და ვიდეოები.
დიდი მადლობა ტრენერს დღევანდელი საინტერესო დღისათვის.
ტრენინგი არის ძალიან  საინტერესო და საჭირო,მომწონს ჩემი პედაგოგების აქტიურობა და ჩართულობა.ვიმედოვნებ აქ ნასწავლ მასალას აქრიურად გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესის დროს,რაც გაამრავალფეროვნებს ,გაახალისებს და უფრო პროდუქტიულს  გახდის გაკვეთილს.smaili-ის სურათის შედეგი