Tuesday, June 28, 2016

დღე 7.რეფლექსია

დღე ტრადიციულად დავიწეთ საშინაო დავალების განხილვით და გაანალიზებით.წარმოვადგინე მოსწავლის პრეზენტაცია და პრეზენტაციის ჩეკლისტი.ტრენერს შენიშვნები დავალების მიმართ არ ქონია.
ვიმუშავეთ google drive-ში,დავაჭირე new,more და შემდეგ google form-s.ჩამოვაყალიბეთ კითხვები-ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე.
შევისწავლეთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობის წესები.გიორგის ბლოგზე შევედით რესურსებში და შემდეგ შეფასებებში,ვნახეთ კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები ,რომლის მიხედვით ვიმუშავეთ ჯგუფებში და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.
 მოგვეცა დავალება პრეზენტაციისა და კოლაბორაციული რუბრიკების შექმნის შესახებ.
დღე მეტად ნაყოფიერი იყო.
დღევანდელ ტრენინგს ესწრებოდა დამკვირვებელი,რომელმაც დადებითად შეაფასა ჯგუფის მუშაობა და შეგვავსებინა კითხვარი.


treningi-ის სურათის შედეგი

Sunday, June 26, 2016

დღე 6.რეფლექსია

წარმოვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია-დავეძებ და ვერ ვპოულობ.
შენიშვნები არ მქონია ტრენერისაგან,რამაც ზალიან გამახარა,
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მოსწავლის შეფასების კრიტერიუმების ჩექლისტის შექმნა,პუნქტობრივად განვიხილეთ თითოეული შეფასების კრიტერიუმი.
ვისწავლეთ,რომ ნებისმიერი დოკუმენტი ,რომელსაც შევქმნით,უნდა ავტვირთოთ ინტერნეტში,რისთვისაც ვიყენებთ-google drivs.შევისწავლეთ ამ ველში მუშაობა,კერძოდ ,როგორ უნდა შევქმნათ,ავტვირთოთ და შევინახოთ მასალა.
საშინაო დავალება-მოსწავლის პრეზენტაციის მომზადება და შეფასების კრიტერიუმების ჩექლისტის შექმნა.
მადლობა დღევანდელი საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის ბატონ გიორგის.

Tuesday, June 21, 2016

დღე 5.რეფლექსია

რაც დასასრულისკენ მივდივართ, ყოველი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება,რადგან შედეგი უფრო თვალსაჩინო ხდება.
დღევანდელი დღე ჩვენი დავალების განხილვით დავიწყეთ,ვიმსჯელეთ ბროშურაზე,რომელიც შევქმენი,ასევე გავიარეთ პროექტის გეგმის ნაწილები,მივიღე შეფასებები,კერძოდ გეგმაში სასწავლო პროცედურები უფრო სრულად  და დეტალურად უნდა იყოს გაწერილი.
შევისწავლე გაჯეტების ჩასმა ბლოგში,რაც არ ვიცოდი და მიხარია ,რომ ვისწავლე.
ასევე განვიხილეთ  საპრეზენანციო დოკუმენტზე მუშაობის ინსტრუქცია.
მოგვეცა დავალება -წარმოვადგინოთ მასწავლებლის პრეზენტაცია
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ბლოგზე მუშაობა.მოუთმენლად ველოდები ,როდის ვიხილავ დასრულებულ ბლოგს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს .

Saturday, June 18, 2016

დღე 4.რეფლექსია


დღევანდელი დღე დავიწყეთ დავალების განხილვით,ვისაუბრეთ დავალების დადებით და უარყოფით მხარეზე.
დავიწყეთ ბროშურის შექმნა,შევისწავლეთ სურათებისა და ტექსტების ჩასმის ხერხები.შევქმენით ჩვენი პროექტის პროშურა.
გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.ასევე შეფასების სტრატეგიებს,შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული,რაც ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.

Thursday, June 16, 2016

დღე 3.რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ წარმოვადგინე საშინაო დავალება,რომელიც ეხებოდა ბროშურის ჩეკლისტს,სათითაოდ განვიხილეთ თითოეული კითხვა .
სახელმძღვანელოში გავეცანით მოდული 2-ის აქტივობას- მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს ,გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის ტენიკას.შევიმუშავეთ ჩვენი პროქეტის საკვანძო კითხვები :

      ზოგადი კითხვა-შესაძლებელია უმუშევრობის პრევენცია?

      თემატური კითხვა-1)რა როლი უნდა შეასრულოს ქვეყანამ უმუშევრობის პრევენციისა                                               და შემცირების საქმეში
                                          2)რა გავლენას ახდენს უმუშევრობა ადამიანის კეთილდღეობაზე


   შინაარსობრივი კითხვა-1)რა არის უმუშევრობა
                                               2)რა იწვევს უმუშევრობას
                                                3)რა ღონისძიებებს ატარებს ქვეყანა უმუშევრობის                                                                              აღმოსაფხვრელად.
                                                 4) რა გავლენას ახდენს ერთ ქვეყანაში არსებული უმუშევრობა                                                   და ეკონომიკური რეცესია მეორე ვეყნის ეკონომიკაზე.


მოვახდინეთ ჩვენი ბლოგის დიზაინის  ცვლილება,შევცვალეთ ფონი და სათაური.

Thursday, June 9, 2016

დღე 2 .რეფლექსია

მეორე დღე,ისევე ,როგორც პირველი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის.წარმოვადგინე ჩემს მიერ შერჩეული პროექტი,ვისაუბრე ამ პროექტის შინაარსზე,მიზნებსა და შედეგებზე,ასევე პროექტის აქტუალურობაზე,
შევისწავლე ,თუ როგორ უნდა მოვამზადო პუბლიკაციები ბროშურებისავის,
ვნახეთ ბროშურების შაბლონები,განვიხილეთ რამდენიმე მაგალითი,რომლის მიხედვით ვიმსჯელეთ,თუ რა პუბლიკაცია უნდა იყოს დატანილი ბროშურაზე და როგორ ავაწყოთ ბროშურა.ეს ჩემთვის სიახლე იყო და ძალინ კმაყოფილი ვარ რომ ვისწავლე.
ასევე დავიწყე სწავლა იმისა, თუ,როგორ შევქმნა ბლოგი.